მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაA #8 საპყრობილის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. დაწესებულება აღჭურვილია ახალი თანამედროვე აპარატურით და ინვენტარით. სამკურნალო დაწესებულებას გააჩნია 6 განყოფილება (მიმღები, თერაპიული, ფსიქიატრიული, ინფექციური, ქირურგიული, ანესთეზია-რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილება). მიმღებ განყოფილებაში განთავსებულია სხვადასხვა დიაგნოსტიკური და სამკურნალო კაბინეტები: რენტგენის, ენდოსკოპიის, ექოსკოპიის, სტომატოლოგის, ფიზიოთერაპიის და სამკურნალო მასაჟის კაბინეტი. ანესთეზია-რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილება წარმოდგენილია 2 პალატით; პირველი - ზოგადი პროფილის ავადმყოფებისათვის, მეორე კი - ინფექციური სნეულებით დაავადებულ პაციენტთათვის. ქირურგიული განყოფილების შემადგენლობაში შედის საოპერაციო ბლოკი, რომელიც წარმოდგენილია 2 საოპერაციოთი: სუფთა და ჩირქოვანი ოპერაციებისთვის, ასევე, 2 შესახვევი - სუფთა და ჩირქოვანი. სამკურნალო დაწესებულებას გააჩნია კლინიკო-ბიოქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, აგრეთვე, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილი. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება გათვლილია 250 საწოლზე. დასაქმებულია 197 ადამიანი, აქედან 129 სამედიცინო პერსონალია.
მისამართი: ქ. თბილისი გლდანის #7 მ/რ+2კმ. ტელ: 58 59 58