არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება ექსპლუატაციაში 2002 წელს შევიდა. 2008 წელს ჩატარდა სარემონტო სამუშოები - შეიცვალა და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. დაწესებულებაში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო საშუალო სკოლა. 2008 წლიდან არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთო ეროვნულ გამოცდებში. აღმზრდელობით დაწესებულებაში სხვადასხვა სახის ფსიქო–სარეაბილიტაციო და პროფესიული გადამზადების პროგრამები ფუნქციონირებს. 2008 წლიდან დაწესებულებაში გაიხსნა მინანქრის სახელოსნო, სადაც მსჯავრდებულები ტიხრული მინანქრის ხელობას სწავლობენ. დაწესებულებაში ფუნქციონირებს სხადასხვა სპორტული სახეობების, კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები.
მისამართი: ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. 33 ტელ 65 85 38
საფოსტო ინდექსი 0117