საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს კურთხევით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე #6 საპყრობილეს ესტუმრნენ. მეუფე თეოდორემ და სასულიერო პირებმა მსჯავრდებულები მოინახულეს, დამდეგი ძველით ახალი წელი მიულოცეს, დალოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა ცხოვრებაში სასულიერო პირების აქტიური ჩართულობა, სულიერ მამებთან ხშირი კონტაქტი ხელს უწყობს მსჯავრდებულთა მდგომარეობის შემსუბუქებას, მათ სულიერ გაძლიერებას და დანაშაულის პრევენციას. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოსთან და ეკლესია-მონასტრებთან აქტიურად თანამშრომლობს. სამინისტროსა და დედა-ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევით, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე პრობაციის სისტემაში, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, არაერთი პროექტი წარმატებით განხორციელდა.