|
|
ლიტერატურული პროექტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
18-01-2010
მწერლობით გატაცებულ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი შემოქმედება საზოგადოებას გააცნონ. არასამთავრობო ორგანიზაციამ "დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრი" ახალი პროექტის "სამყარო გისოსებს მიღმა" განხორციელება დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნიკა ჩხარტიშვილის განცხადებით, დღეიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ლიტერატურული ნაშრომების შეგროვება დაიწყება. ერთი თვის მანძილზე შეგროვებულ ნაწარმოებებს 10 კაციანი კომისია განიხილავს, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწეებით, ლიტერატორებით და მწერლებით იქნება დაკომპლექტებული. საუკეთესო ნამუშევრებით შედგენილი კრებულის სამ თვეში გამოიცემა. პროექტი ჟანრობრივ შეზღუდვას არ აწესებს და მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევს ძალები როგორც პროზაში, ისე პოეზიასა და სხვა ლიტერატურულ მიმდინარეობებში მოსინჯონ.
|