|
|
მინისტრი მსჯავრდებულთა პირობებს ეცნობა
20-01-2010
პენიტენციალურ სისტემაში არსებული პირობების ადგილზე გაცნობის მიზნით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ორთაჭალაში არსებული დაწესებულებები დაათვალიერა. მინისტრი მსჯავრდებულთა პირობებსა და დაწესებულებებში მოქმედ პროგრამებს გაეცნო და პირველადი ჯანდაცვის პუნქტები, სასადილოები, ბიბლიოთეკები, სამლოცველოები და წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დაათვალიერა. ადმინისტრაციასთან შეხვედრისას მინისტრმა არსებული ხარვეზების მაქსიმალურად მოკლე დროში გამოსწორებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანა მსჯავრდებულების საცხოვრებელი პირობებისა და სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა.
|