|
”მე ვარ დიეგო” არასრულწლოვნებში
26-01-2010
არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა და მისი ახალი წიგნის "მე ვარ დიეგო" პრეზენტაცია გაიმართა. მწერალი არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ცნობილი ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას შესახებ ავტობიოგრაფიული წიგნის თარგმნის იდეასა და მარადონას თბილისში ვიზიტისას მასთან შეხვედრის შთაბეჭდილებებზე ესაუბრა. მისი თქმით, თარგმანთან დაკავშირებით სიტყვიერი ნებართვა ლეგენდარული ფეხბურთელისგან პირადად მიიღო. დათო ტურაშვილის განცხადებით, განათლება და კითხვით დაინტერესება მნიშვნელოვნად შეუწობს ხელს აღმზრდელობით დაწესებულებაში მყოფი მოზარდების სწრაფი რესოციალიზაციის პროცესს და მათ სწორი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. არასრულწლოვნებთან დათო ტურაშვილის შეხვედრა წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ინიციატივით გაიმართა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე განსაკუთრებულად ზრუნავს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან მათ რეგულარულ შეხვედრებს უწყობს.
|