სარემონტო სამუშაოები ქსანში
28-01-2010
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. დაგეგმილია დაწესებულების რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა საცხოვრებელი კორპუსის სრული აღდგენა და ინტენსიური თერაპიის კორპუსის რემონტი. შეიცვლება კარ-ფანჯრები, სველი წერტილები, დამონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, გაკეთდება კოსმეტიკური რემონტი. სამუშაოები იანვარში დაიწყო და ერთ თვეში დამთავრდება. დაწესებულება მხოლოდ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულებზეა გათვლილი და მათ მკურნალობას სპეციალიზირებული მედ-პერსონალი უზრუნველყოფს. პენიტენციალური ჯანდაცვის განვითარება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს მიზანია უზრუნველყოს თავისუფლებააღკვეთილი პირები 24-საათიანი სამედიცინო მომსახურებით და გაზარდოს მისი ხელმისაწვდომობა.
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30