არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ტიხრული მინანქრის პროფესიული სწავლების კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერთიფიკატები გადაეცათ. 3 არასრულწლოვან მსჯავრდებულს სერთიფიკატი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასცა, სადაც "მინანქრის სახელოსნოს" პროექტში მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პროექტი ხელს უწყობს მსჯავრდებულთა ფსიქო-რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში შემდგომ სრულფასოვან ინტეგრაციას. მას არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის დაფინანსებით წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ახორციელებს. ტიხრული მინანქრის ხელოვნებას კი არასრულწლოვნებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის პედაგოგები ასწავლიან. "მინანქრის სახელოსნოს" კურსდამთავრებულმა და ყოფილმა პატიმარმა შესაბამისი სერთიფიკატით უკვე სახელოსნო გახსნა.